ავარია რუსთავში ხიდთან [video]

2018-11-11 21:11:07

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეებს დაეჯახა და თხრილში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული, 35 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცის მდგომარეობა გადაყვანის მომენტში მძიმე იყო, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მას სამედიცინო კვლევები უტარდება.