პატრიარქის საკვირაო ქადაგება

2018-11-11 13:29:19

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ინიციატივა გააჟღერა რომ კარგი იქნებოდა თუ მეტეხის ხიდთან მოწამეების სახელზე ტაძარი აშენდებოდა.

"მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან რაღაც, მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 ათასი მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას.

შეგახსენებთ რომ 13 ნოემბერს წმინდა 100 ათასი მოწამის დღესასწაული აღინიშნება არ დროსაც მეტეხის ხიდთან საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება.