1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული

2018-11-11 00:32:06

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თბილისი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.