ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

2018-11-10 20:37:09

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ აქციის მონაწილეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარვები მიიტანეს.

კარვების გაშლის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა და სცადეს კონსტრუქციების ტერიტორიიდან გატანა რის გამოც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მოხდა დაპირისპირება, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანია.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მოახერხეს და ტერიტორიაზე ხუთი კარავი გაშალეს.

აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება, მათი განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლით შეეცდებიან შვილმკვდარი მამების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ და კონსტიტუციური უფლება დაიცვან.