სიღნაღში, 35 წლამდე მამაკაცი კვადროციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც "სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა. მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილი, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, "სიღნაღქალაქობა 2018-ის" პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის, მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.