გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 339 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში, ხოჯორნი, იალღუჯის დასახლება და მიმდებარე სოფელბში,
11:00-დან 19:00 საათამდე 2562 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, საფარლო, ოროზმანი, მთისძირი, ლოქჯანდარი და მიმდებარე სოფლებში,
16:00-დან 18:00 საათამდე 717 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, კინოსტუდია, მარტყოფი, ნასაგური, ლოჭინი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.