ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-11-08 18:35:15

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 11:30-დან 19:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2763 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, სიონი, ჯანხოში, საბირქენდი, იალღუჯის დასახლება და მიმდებარე სოფლებში,

11:30-დან 18:30 საათამდე 1931 აბონენტს წალკაში,

12:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა, თელეთი, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 18:00 საათამდე 2819 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.