სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 35-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნინო ქავთარაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე, მცხეთის საკრებულოს წევრი, სევდია უგრეხელიძე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (ათეა), თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და თბილისის ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი, რომელიც კონგრესიის 35-ე სესიაზე, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
დღეს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის35-ე სესიაზე მოხსენებით წარდგება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი პასუხისმგებელია ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებაზე 47 წევრ ქვეყანაში, ასევე, ამ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „ევროპული ქარტიის“ იმპლემენტაციის შედეგების შეფასებაზე.
კონგრესის მიზანია ევროპის მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობის გზით, კონსულტაციებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება ცენტრალურ და ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს შორის. კონგრესი შედგება ადგილობრივ ხელისუფლებათა და რეგიონთა პალატისაგან, მას ჰყავს 324 მუდმივი და ასევე, 324 სათადარიგო წევრი, რომლებიც წარმოადგენენ 2000 მეტ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს.