საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - თბილისი - ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.
ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე - მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.