თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.
საცხოვრებელ სახლსი იმყოფებოდნენ ოჯახის წევრებიც, გოგონას მშობლები მძიმე ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს."
არსებობს მეორე ვერსიაც რის მიხედვითაც 9 წლის გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა მამინაცვალმა მიაყენა რა დროსაც გარდაიცვალა, ხოლო კვალის არევის გზით, ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა.
ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ძიება და დეტალების დადგენა.