საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

2018-11-05 17:58:00

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისში, გლდანი - ნაძალადევის რაიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიწისძვრის გამო არცერთი შეტყობინება არ დაფიქსირებულა.