მარნეულში მე-8 საჯარო სკოლა გაქურდეს. დილით სასწავლო დაწესებულებაში მისულ თანამშრომლებს სკოლა გაქურდული დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სამი კომპიუტერი და სხვადასხვა სახის ტექნიკა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლაში არავინ აღარ იმყოფებოდა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის, მუხლით მიმდინარეობს.