5 ნოემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
5 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება 6031 აბონენტს ბოლნისსა და ბოლნისის რაიონის სოფლებში კიანეთი, გეთა, ხახალაჯვარი, იწრია, სენები და მიმდებარე სოფელბში,
11:00-დან 19:00 საათამდე 2561 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, მთისძირი, საფარლო და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 14:00 საათამდე 15121 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, სადახლო, კაჩაგანი, დამია, ტაკალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.