თბილისში, ისანი-სამგორის მუნიციპალიტეტში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.
სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა 3 ავტომობილი ქურდობის მიზნით დააზიანეს, გატეხილია მანქანების საქარე მინები და დაზიანებულია კარები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით ავტომობილებიდან წაღებულია სხვადასხვა ნივთები და ფული.