“თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყო მუშაობა და გაუჩნდა შემოსავალი, პროგრამა აფიქსირებდა ამ შემოსავალს და მათ უწყდებოდათ სოციალური დახმარება, რაც დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო.
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩვენ უმოკლეს ვადაში დავამუშავებთ შესაბამის დადგენილებას, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს.
ეს არის სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რათა ღირსეული შემოსავალი მიიღონ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.