"ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება"

2018-11-02 14:54:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, ოჯახებს, რომელშიც 16 წლამდე ასაკის ბავშვები იზრდებიან, მთავრობა დახმარებას მომავალი წლიდან 5-ჯერ გაუზრდის.

მამუკა ბახტაძის თქმით, დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი გახდება და აღნიშნული ინიციატივით 140 000-მდე ბავშვი ისარგებლებს:

"სამწუხაროდ საქართველოში კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და სწორედ იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა.

შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუეტში. შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე სოციალურად დაუწველი 6 წლამდე ბავშვები და მოზარდები და ოჯახები სადაც ბავშვები იზრდებიან მიიიღებენ 5ჯერ მეტ დახმარებას 50 ლარამდე ავწევთ ამ დახმარებას აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000 მდე ბავშვს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავკაეთებთ რომ ბავშვებს ჰქონდეთ განვიტარების თანაბარი პირობები და ღირსეული მომავალი" – ამბობს პრემიერი.