"კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული"- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მინისტრმა თქმით, იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.
კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.
საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია შეხვდნენ. სწორედ კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გიორგი გახარიან, რომ მთავრობის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე.