ე.წ. "სტამბულის ბაზარობის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს. [ვიდეო/video]
მოვაჭრეები ელექტროსადენების მიზეზით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ყოველ საღამოს ელექტროენერგია ითიშება და ისინი ტერიტორიას ამის შემდეგ ტოვებდნენ.
"ინფო რუსთავმა" ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსია მოისმინა. პირველი ვერსია რომელიც თავდაპირველად გავრცელდა, უცნობმა პირმა ბენზინით სავსე ბოთლი ესროლა ანგარს და ცეცხლი მოუკიდა. მეორე ვერსიით ცეცხლი დარაჯის დაუდევრობით გაჩნდა, იყო საუბარი თითქოსდა, დარაჯი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო მესამე ვერსიით გარკვეული პირები იყვნენ დაინტერესებული აღნიშნული ტერიტორიის შეძენით და ვარაუდობენ რომ შესაძლოა ამ ფორმით ფართის გასხვისება უფრო ადვილად მოხდებოდა. "ინფო რუსთავი" გაესაუბრა გოჩა სირაძეს რომელიც ობიექტის 100% წილის მფლობელია, ასევე დაუკავშირდა დარაჯის მეუღლეს რომელმაც განაცხადა რომ მისი მეუღლე დაკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციაში. 38 წლის რასიმ სადიკოვი ცეცხლწაკიდებული ობიექტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან მძიმე ინტოკსიკაცია მიიღო, თუმცა ის სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს უკვე გაწერეს.
შემთხვევის გამო 100-მდე მოვაჭრე დაზარალდა, ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მათთან შესახვედრად დღეს ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები და ობიექტის მეპატრონე მოლაპარაკებას აწარმოებდა.