ხმაური რუსთავში [video]

2018-11-01 12:29:14

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ. [ვიდეო/video]

მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

რუსთავში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც. "უნდა დადგინდეს ზარალი და დადგინდეს, რისგან გაჩნდა ეს ხანძარი და შემდეგ გვეცოდინება როგორ უნდა ვიმოქმედოთ" განაცხადა რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრობის მფლობელმა გოჩა სირაძემ.

მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ მომხდარი არ იყო შემთხვევითობადა ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს.