მოძალადე ქმარს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

2018-11-03 13:59:57

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით 6 თვით აღკვეთის ღონისძიებად მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, "დადასტურდა, რომ გ.კ. ერთი თვის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე თ.კ.-ზე, ხოლო 2018 წლის 19 აგვისტოს, გ.კ.-მ პირადი უთანხმოების ნიადაგზე, დაზარალებულს კეფის არეში მუშტი, ხოლო ხელის არეში საფერფლე დაარტყა".

სამართალდამცველებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.