ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი და 1 ტრაილერი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ტრაილერი ამოყირავდა, ხოლო მსუბუქი ავომობილები გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ თხრილში ჩავარდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.