ტრაგედია ქედაში

2018-10-31 18:22:30

ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა.

"დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა",- აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.