არჩევნების სავარაუდო შედეგები ცნობილია.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია "„ედისონ რისერჩმა" გამოკითხვა ჩაატარა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი:
დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 40%
სალომე ზურაბიშვილი - 40%
დავით ბაქრაძე - 10%
შალვა ნათელაშვილი - 3%
დავით უსუფაშვილი - 2%
ზურაბ ჯაფარიძე - 2%
"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.
ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%,
გრიგოლ ვაშაძე - 28.1 %
დავით ბაქრაძე - 9.2 %
ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%
შალვა ნათელაშვილი - 3.1%
ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.