საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2018-10-28 13:56:05

საქართველოში, ბორჯომის აღმოსავლეთით, სოფელ ვარდგინეთიდან - 3კმ-ში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ მაგნიტუდით 4,3 შეადგინა.

მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ მათთან  შეტყობინება არ შესულა.