ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, საკუთარი გადაწყვეტილების დასაფიქსირებლად, მეუღლესთან ერთად მივიდა.
"ჩვენ, ყველა, ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენის თანამონაწილეები ვართ - ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს, პირდაპირი წესით, ბოლოჯერ ვირჩევთ პრეზიდენტს. მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ზეპარტიულ კანდიდატს, ქვეყნის განვითარებას და გაერთიანებას. კანდიდატს, რომლისთვისაც ინსტიტუციებს შორის ბალანსის და ქვეყნის საშინაო და საგარეო ინტერესების დაცვა უმთავრესი იქნება.“- აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.
შოთა რეხვიაშვილმა ხმა თბილისში, ჩუღურეთის #7 ოლქში, 28-ე უბანზე მისცა.