შსს-ს მოადგილე კახა საბანაძე - "ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს. სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ინიციალებით ი.ნ. ჩვენს მიერ დეტალურად შესწავლილი იქნა გარდაცვლილი ბავშვის ის გზა სადაც სისტემატიურად გადაადგილდებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ დავათვალიერეთ ყველა სახლი, ერთერთ სახლში აღმოჩენილ იქნა საეჭვო სისხლის კვალი. რაზეც შესაბამისად დაინიშნა ექსპერტიზა. ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულ იქნა სსკ 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტის საფუძველზე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება."