სროლების, აფეთქებების და მძიმე ტექნიკის ხმა რუსთავში [Photo]

2026-10-04 17:34:38

საიდან მოდის სროლების, აფეთქებების და მძიმე ტექნიკის ხმა რუსთავში?

აღნიშული კითხვით "ინფო რუსთავს" რამდენიმე რუსთაველი დაუკავშირდა.

სააგენტომ გაარკვია რომ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან, გაგარინის, კოსტავას და ბოსტანქალაქის ქუჩაზე ფილმის გადაღებები მიმდინარეობს რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. ფილმი ინდურია, ომის თემატიკაზეა და გადაღების ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

არსებული ინფორმაციით ფილმის ეპიზოდებში რუსთაველი ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. გაგარინის ქუჩაზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.