საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა.
როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ რათა მმართველობის სისტემა იყოს უფრო ეფექტური.
"თუმცა, როგორც განვაცხადე, ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და გადაწყვეტილების მიღება აისახოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა პრემიერმა.