ატრაქციონიდან 4 წლის ბავშვი ჩამოვარდა

2018-10-20 10:45:55

რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში ატრაქციონიდან 4 წლის ბავშვი ჩამოვარდა და თავი დაარტყა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. მცირეწლოვანი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მწყობრიდან არის გამოსული და რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს, მათ ნაწილს ქალაქის მერი დაახლოებით 1 თვის წინ შეხვდა და შეპირდა რომ მომდევნო წელს პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.