მოსახლეობის თხოვნა და რუსთავის მერის პასუხი

2018-09-10 14:59:02

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ახალგაზრდობის პარკს რეაბილიტაცია მომავალ წელს ჩაუტარდება - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სკვერის კეთილმოწყობისთვის თვითმმართველობა თანხებს პროექტის შესაძენად 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

მოსახლობასა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ადგილობრივების ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსთაველების ნაწილმა, შესაბამის სამსახურებს, პირველ ეტაპზე სკვერში, გარე განათების დამონტაჟება და სანაგვე ურნების დადგმა სთხოვა. ადგილობრივების განცხადებით, ისინი პარკის მიმდებარე ტერიტორიას სისტემატიურად აწესრიგებენ, თუმცა თვითმმართველობისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ, რათა დასასვენებელი ადგილი უფრო მოწესრიგებული იყოს ვიდრე დღეს არის.

ქალაქის მერი მოსახლეობას შეპირდა, რომ უახლოეს პერიოდში სკვერში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც ყველა სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

რუსთაველები ქალაქის ხელმძღვანელ პირებს ახალგაზრდობის პარკში შეხვდნენ.