სოფო წიკლაურმა სკოლა რუსთავში დაამთავრა.
კერძო სკოლა "ლამპარში" სოფო წიკლაურს მისი პედაგოგები იხსენებენ და აღნიშნავენ რომ ის არ ყოფილა კონფლიქტური, ხშირად იყო კარგ განწყობაზე და ცდილობდა თანაკლასელებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა. ინგლისური ენის პედაგოგი აღნიშნავს რომ - "სოფო საოცარი გოგო იყო თავისი სამყაროთი, ასეთი წავიდა საბერძნეთში დედასთან. ცრემლებს ძლივს ვიკავებ და გულზე კი ლოდივით მადევს სევდა". სოფო წიკლაურმა სკოლა "ლამპარი 2012 წელს დაამთავრა.
შეგახსენებთ რომ ქართველი ემიგრანტის საბერძნეთში წამებით მოკვლის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, სოფოს 2 თვის ბავშვი და მეუღლე დარჩა.