დაპირისპირება სტიკერის გაკვრის გამო

2018-10-08 14:08:07

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მიზეზი სადარბაზოს კარზე გაკრული სტიკერი გახდა.

როგორც თაკო მეტრეველმა ინფო რუსთავთან განაცხადა, ახალგაზრდებმა სტიკერები შინაარსით "ნუ გააყალბებ" სადარბაზოს კარზე გააკრეს და ამით მათ არა სამართლიანი არჩევნები გააპროტესტეს. მეტრეველის თქმით, მასთან უცნობი პირი მივიდა, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით სიტუაციის გასარკვევად კოსტავას გამზირზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს აუხსნეს, რომ სტიკერების გაკვრა ქალაქის იერსახის თვითნებური შეცვლაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. რაც შეეხება შეურაცხყოფის ფაქტს, ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ რომ მსგავს ქედებას ადგილი არ ჰქონდა.

თაკო მეტრეველი პოლიციას იმ პირის იდენთიფიცერებას სთხოვს, რომელმაც მისი თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.