"ნუ გააყალბებ"

2018-10-08 12:56:19

ნაციონალური მოძრაობს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ცესკოს შენობასთან აქცია გამართეს.
ისინი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ითხოვენ.
პარტიის წევრების თქმით, ხელისუფლება ცდილობს ოქტომბრის არჩევნები გააყალბოს და ამისთვის ცესკოს უბნის თავჯდომარეებს განკარგულება უკვე მიეცათ.

ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მსვლელობა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძეს,  სტიკერებით “ნუ გააყალბებ” ცესკოს ერთ-ერთი თავჯდომარის სახლთან მივიდნენ და არჩევნების სწორად ჩატარებისკენ მოუწოდეს. 

“გუშინ ახალგაზრდებმა შევქმენით ფეისბუქ გვერდი და დავაანონსეთ დღევანდელი დღე სახელწოდებით “ნუ გააყალბებ”. ჩვენ ახალგაზრდები ვხდებით, რომ ყოველ არჩევნებზე ხდება ხმების გაყალბება. უბნის თავჯდომარეებს ხელისუფლება უკვეთავს, რომ გააყალბონ ხმები. სწორედ ამიტომ დღეიდან არჩევნების დღემდე ვიწყებთ კამპანიას “ნუ გააყალბებ”, თითოეულ თავჯდომარეს მოვუწოდებთ არ გააყალბონ არჩევნები და ახალგაზრდებს მოგვცენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების უფლება.” - განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თაკო მეტრეველმა