რუსთავში ავარიას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

2018-10-04 09:20:33

რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ახალგაზრდა ემხვერპლა.

ავარია 17 სექტემბერს, რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. გაჩერებულ სატვირთოს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, თუმცა ავარიიდან 2 კვირაში 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.