მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა [video]

2018-09-17 14:35:00

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. [ვიდეო/video]

“სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ისინი კლინიკა “რუსთავში“ არიან გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო.