მასალა, რომელიც ინფო რუსთავმა გუშინ, მოახლეობის თხოვნის საფუძველზე გაავრცელა, რუსთავის მერია გამოეხმაურა. მასალაში საუბარი იყო #15 მიკრორაიონის #13 კორპუსის მცხოვრებლების პრობლემებზე.
მოსახლეობა სადარბაზოების დეზინფექციას ითხოვდა. ადგილობრივები ინფო რუსთავთან ამბობდნენ -"ბუნკერების გაუქმების შემდეგ ვირთხები დარბიან ყველა სართულზე, ღამით სახლში ვეღარ ავსულვართ ისეთი ამბავი ხდება. იქნებ დაგვეხმაროთ, რომ მიაქციონ ყურადღება ვისაც ეს ეხება"
როგორც "ინფო რუსთავს"- რუსთავის მერიიდან აცნობეს ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა სადარბაზოებში და სარდაფების ნაწილში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები გაატარა, თუმცა დარჩა რამდენიმე სარდაფი, რომლის დამუშავებაც ვერ მოხდა. მიზეზად კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში, მოსახლეობის მხრიდან სარდაფების ჩაკეტვას ასახელებენ.
დავით ბეგაშვილი ამბობს, რომ ვირთხების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს და გამოიძახონ ჯგუფი რომელიც მათ გაუნვებელყოფაში დაეხმარებათ.
სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.