წერილი ინფო რუსთავს.
რუსთავში მცხოვრები ქეთი მაყაშვილი ინფო რუსთავს დაუკავშირდა და ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.
"მე-15 მიკრორაიონის #13 კორპუსის მე-4 სადარბაზოში საშინელება ხდება. ბუნკერების გაუქმების შემდეგ ვირთხები დარბიან ყველა სართულზე, ღამით სახლში ვეღარ ავსულვართ ისეთი ამბავი ხდება. იქნებ დაგვეხმაროთ, რომ მიაქციონ ყურადღება ვისაც ეს ეხება"- წერს ქეთი მაყაშვილი ინფო რუსთავს.