რუსთავში, ქალაქის ცენტრში, კონკრეტულად კი კოსტავას გამზრიზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. [ვიდეო/video]
ინფო რუსთავის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 310 ლარი. მაღაზიის კონსულტანტი ქურდობის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა. კოსტავას გამზირზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს.