აშენებული უკვე ორჯერ დაანგრიეს.

2017-02-04 20:45:56

შარტავას გამზირზე შუაგამყოფ ზოლზე მიმდინარე სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების ვადებში შესრულება ვერ მოახერხა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც ძირითადი სამუშაოები ასევე ხარვეზების გამოსწორება. ბოლო 2 თვის მანძილზე მუშებს უკვე ორჯერ მოუხდათ აშენებულის დანგრევა. 1 თვის წინ მიმდინარე პროცესით ქალაქის მერი დავით ჯიქიაც დაინტერესდა. შეგახსენებთ რომ შუაგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოებისთვის 187 000 ლარი გამოიყო.