დავით ჯიქიამ შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაიწუნა (ვიდეო).

2017-01-03 18:34:05

ქალაქის ცენტრალური გზის შუა გამყოფ ზოლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები რამდენიმე დღით გადაცდა. მუშაობა გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქის მერი დავით ჯიქია იმყოფებოდა. მან  ადგილზე მომუშავეებს ვადაგადაცილებისა და არსებული ხარვეზების გამო შენიშვნები მისცა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ჯარიმა უკვე დაეკისრა და მთლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამუშაოების დასრულება დაევალა. შეგახსენებთ, შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 000 ლარია გამოყოფილი.