ხვალ, 2 თებერვალს, დღის 13:00 საათიდან, საღამოს 17:00 საათამდე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „ქვესადგურ გარდაბანი 500-ის“ ტრანსფორმატორზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარცხენა სანაპიროს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას. გარდაბანის რაიონის სოფლებს: ბოტანიკას, ბირლიკს, კალინინოს, როზას და თაზაკენტის.
წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 17:00 საათიდან სრულად აღდგება.