თეატრის საგრიმიოროების რეაბილიტაცია ერთი თვეა შეჩერებულია.

2017-01-31 16:46:50

რუსთავის თეატრის საგრიმიოროებისა და სველი წერტილების, რეაბილიტაცია ერთი თვეა შეჩერებულია. ამის შესახებ „ინფო რუსთავს“  სამუშაოზე დასაქამებულმა მუშებმა განუცხადეს. მათი თქმით, დამქირავებელი კომპანია, მათ კუთვნილ ანახზღაურებას არ უხდის, შესაბამისად შენობის კეთილმოწყობის პროცესი შეჩერდა. მუშების განმარტებით, ვერ ხერხდება, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებაც.

დავა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და სამუშაოზე დასაქმებულ მუშებს შორის პირველი შემთხვევა არ არის. ამავე მიზეზით, პრობლემები 2016 წლის ნოემბერშიც შეიქმნა. მაშინ კომპანიამ თანამშრომლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ახლა კი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია უცნობია, რადგან მასთან ვერც სატელეფონო დაკავშირება ვერ ხერხდება.

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს. ამისთვის მერიამ 116 00 ლარი გამოყო.