უთანხმოება მუშებსა და დამქირავებელ კომპანიას შორის (ფოტოები).

2016-11-16 15:45:20

რუსთავის მუნიციპლური თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ანაზღაურების მოლოდინში არიან. პრებლემით ისინი „ინფო რუსთავს“ დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, დაკისრებული ვალდებულების შესრულება 4  ნოემბერს დაასრულეს, თუმცა მათთვის ამ დრომდე  კუთვნილი ხელფასი არ გადაუხდიათ. „ინფო რუსთავი“ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, დავით ლაგვილავამ დღიური მუშების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განმარტა, რომ კომპანიას შეუძლია სახელფასო თანხა ათი სამუშაო დღის ვადაში გასცეს, ვადები კი ჯერ გასული არ არის. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის საგრიმიოროსა და სველი წერტილების მოწყობა 4 ოქტომბერს დაიწყო და მომავალი წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 116 00 ლარია.