XXI მიკრო-რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებზე მეზობლები საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით 2 წლის გოგონა ფანჯარასთან, სკამზე ავიდა და მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო რა დროსაც ბადე მოულოდნელად გაიღო და ბავშვი მეოთხე სართულიდან დაბლა გადავარდა.
გოგონას გადარჩენას ექიმები შეეცადნენ თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.