რუსთავში, XXI მიკრო-რაიონში 18 თვის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. [VIDEO]
არსებული ინფორმაციით გადმოვარდნის დროს ბავშვი ცოცხალი იყო, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
ბავშვის გადაყვანა თბილისის კლინიკაში გადაწყდა, თუმცა გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".