რუთავში, XIX მიკრო-რაიონში მოსახლეობამ მეზობლის აივანზე კვამლი შენიშნა და სახანძრო სამსახური გამოიძახა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
მეხანძრეები საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე ავიდნენ და აღმოჩნდა რომ ბინის მეპატრონეს აივანზე მაყალი ჰქონდა და მწვადებს წვავდა.
აღსანიშნავია რომ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა.