რუსთაველი წყალბურთელი თავის გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა

2024-05-02 13:33:59

რუსთაველი წყალბურთელი რატი ცინცაძე თავის კლუბთან "დინამოსთან" ერთად 2023-2024 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ასაკობრივი პირველობა 17 წლამდელთა შორის  საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

რუსთაველი სპორტსმენის გუნდი ფინალურ შეხვედრაში "თბილისის არენას" დაუპირისპირდა.

კოკა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 15:14 დაამარცხა.