საცხოვრებელ სახლში სახანძრო გამოიძახეს

2018-02-09 23:06:00

საცხოვრებელ სახლში სახანძრო გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, რუსთავში, დადიანის ქუჩაზე (კერძო სახლში) სახანძრო ეკიპაჟი იმ მიზეზით გამოძახეს, რომ ბუხარში ცეცხლი ენთოთ. გამვლელმა 112-ზე დარეკა და განაცხადა, რომ, საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა და ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა ბინაში ცეცხლი ყოფილიყო. ადგილზე მისულ ეკიპაჟს სახლში ხანძარი არ დახვდა, აღმოჩნდა, რომ სახლის მეპატრონემ ბუხარში ცეცხლი დაანთო.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მსგავსი შეტყობინება 112-ზე დღის მანძილზე რამდენიმე შედის.