საშიშია თუ არა თამაში "ჩარლი"

2018-05-14 14:17:24

ინტერნეტსივცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თამაშ "ჩარლის" შესახებ. სოციალურ ქსელში ერთერთი მომხმარებელი მარიამ ლილუაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს - "ყველას, ვისაც ბავშვები გყავთ, ყურადღებით !!! გავრცელდა ინტერნეტ თამაში " ჩარლი " ( ლურჯი ვეშპის ) ანალოგია!!!
მიაქციეთ ყურადღება, ბავშვები თამაშობენ... ჩემმა შვილმა შეასრულა ერთერთი დავალება , რომელიც საბედნიეროდ ჩემთვის ცნობილი გახდა .! იქნებ დაბლოკონ ეს თამაშები, ან არ ვიცი, სადაა საშველი. მე დავიბენი საშინლად !!!
"

აღნიშნული თამაში "ჩარლი" განსაკუთრებით პოპულარული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით 2 წლის წინ გახდა. თამაში ესპანური ანალოგიდან Juego de la Lapicera-დან მოდის. თამაშისას გამოიყენება ფურცელი და 2 ფანქარი, თეთრი ფურცელი არის გახაზული რამდენიმე ნაწლად სადაც არის წარწერა "დიახ" და "არა", ფურცელზე ბალანსის დაცვით ჯვარედინად ორ ფანქარს დებენ, შემდეგ კი "ჩარლის" სხვადასხვა თემაზე კითხვას უსვამენ, რომლის პასუხიც "კი" ან "არა" უნდა იყოს. ფანქარი კი ტრიალდება და ერთერთ წარწერასთან ჩერდება.

გამოცემა independent-ის ცნობით, ფანქრების "მისტიკური" მოძრაობის ახსნა მეცნიერულად მარტივია. ფანქარი გრავიტაციისა და ბალანისის დაცვიის  საშუალებით მოძრაობს, ზოგჯერ ამას ემატება ხშირი სუნთქვით გამოყოფილი ჰაერი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფანქრის ამოძრავებას.

თამაშმა რამდენიმე წლის წინ ინტერენეტ სივრცე მოიცვა, გაჩნდა ჰეშტეგი #CharlieCharlieChallenge-იც.

კონექტიკუტის, კანსანისა და სხვა უნივერისტეტების ფსიქოლოგიის პროფესორები თამაშისადმი დიდ ინტერესს საშინელებათა ფილმებისადმი დაინტერესებას ადარებენ. სტეფენ სქოლცმანი, ჰარვარდის სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორი, კი აცხადებს, რომ " ბავშვებს აინტერესებთ ისეთი რაღაცები, რაც არაა სახიფათო, მაგრამ მათში საფრთხის შეგრძნებას იწვევს."

აღსანიშნავია, რომ თამაშის წესების თანახმად, თამაშის ბოლოს მოთამშემ "ჩარლის" უნდა ჰკითხოს შეუძლია თუ არა თამაშის დასულება და მისი თანხმობის შემდეგ დაემშვიდობოს. სპეციალისტთა ნაწილის ინფორმაციით, თამაშის დასრულების შემდეგ ადამიანის ტვინი არის არის ისეთ ფაზაში, რომ უფრო მგრძნობიარეა და ადამიანს აქვს შიშის გრძნობა. ასეთ დროს მარტივია გაიგონ უცნაური ხმები, როდესაც მარტო ან სიბნელეში არიან. ასეთ დროს გამომუშავდება ადრენალინი და ხდება ამ შიშების თავიდან აცილება.

Washingtonpost-ის ინფორმაციით, ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამაში სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სასურველია მოზარდებმა მას თავი აარიდონ.

ზოგიერთ ქვეყანაში კი თამაში "ჩარლი" აიკრძალა. 2015 წელს ფიჯის განათლების სამინისტრომ, 2017 წელს კი აღმოსავლეთ ლიბანის მთავრობამ აღნიშნული თამაში აკრძალა.