2025-11-04 15:46:43
    
		
		
			რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დეველოპერულ კომპანია "რუსთაველში" განუცხადეს.
კომპანიაში იმ ბრენდების დასახელებისგან, რომელიც მოლში იქნება წარმოდგენილი თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რუსთაველებს სავაჭრო ცენტში ტანსაცმლის დიდი ბრენდები დახვდებათ.
ამავე შენობაში იქნება კავეას კინოთეატრიც. კომპანია "რუსთაველში" გვითხრეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და კინოთეატრი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიხსნება.